ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას, რომლის მიხედვით, აჭარაში ერთ-ერთი გადასატანი ყუთის მონაცემებით, გრიგოლ ვაშაძე იმარჯვებს, ცესკოში არ ადასტურებენ
როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, გადასატანი ყუთის მონაცემების ცოდნა შეუძლებელია.
ხმათა რაოდენობა მხოლოდ მას შემდეგ გაირკვევა, რაც დალუქულ ყუთებს მიიტანენ უბანზე და დაიწყება ხმების დათვლის პროცესი.