ცესკო-ში სიების წარდგენის ვადა დღეს იწურება

საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებული პოლიტიკური გაერთიანებებისთვის ცესკო-ში პარტიული სიების წარდგენის ვადა დღეს იწურება. საარჩევნო სუბიექტებს დრო საღამოს 18 საათამდე აქვთ.

ამ დროისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაში სია ექვს პარტიას აქვს წარდგენილი.