46 მსურველი და 6 რეგისტრირებული. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს პრეზიდენტობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა. ათი დღის ვადაში მათ ამომრჩეველთა ხელმოწერები უნდა წარადგინონ, არჩევნებამდე 30 დღით ადრე კი საპრეზიდენტო კანდიდატების ვინაობა საბოლოოდ გაირკვევა.
ამ ეტაპზე ყველა პროცედურა წარმატებით მხოლოდ ექვსმა კანდიდატმა გაიარა. საბოლოო რეგისტრაციას ელოდება სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც დღეს ცესკო-ში მხარდამჭერთა ხელმოწერები წარადგინა.