პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა სიას აქვეყნებს. ცესკო-ს წევრის შესარჩევ ხელახალ ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სამი განაცხადია წარდგენილი. სიაში არიან: დავით ფეტვიაშვილი, გიორგი მარსაგიშვილი და ნათია წიპტაური. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს ერთი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები უკვე წარუდგინა. თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს ასარჩევად წარედგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკო-ს წევრის ერთ თანამდებობაზე ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები, მეორე პოსტზე კი, შესაბამისი კადრები ვერ შეირჩა, ამიტომ კონკურსი ხელახლა გამოცხადდა.