ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით, პარლამენტი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდება. მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი კანდიდატებს საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს, ცესკო-ს თავმჯდომარის შერჩევის პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. პროცედურის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმების საკმარის რაოდენობას ვერ მიიღებს, პროცედურის მიხედვით, ხელახალი კენჭისყრა ჩატარდება, სადაც აუცილებელი იქნება მხოლოდ 76 კანონმდებლის მხარდაჭერა. ამ შემთხვევაში, კანდიდატები თანამდებობებზე 6 თვის ვადით დაინიშნებიან. ოპოზიციის ნაწილი ცესკო-ს როგორც თავმჯდომარის, ასევე წევრების არჩევის პროცესს ფორმალურს უწოდებს და მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.