ცესკო-ს თავმჯდომარის შეხვედრა დიპლომატებთან

არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა დიპლომატებს ცესკო-ს თავმჯდომარემ. დოკუმენტი საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, 2 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. კრწანისის საარჩევნო ოლქში, „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული ზომები, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება, საარჩევნო რეგისტრაციები, საგანმანათლებლო პროგრამები და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა – ასეთია იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელიც ანგარიშშია ასახული. ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად.