ხელისუფლება და ოპოზიცია თამარ ჟვანიას შემცვლელზე უნდა შეთანხმდნენ.
უკვე შექმნილია კომისია, რომელმაც ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატთა განაცხადები უნდა მიიღოს და პრეზიდენტისთვის წარსადგენად სამი კანდიდატურა შეარჩიოს. განცხადებების მიღება დღეს დაიწყო და ხუთ დღეში დასრულდება. ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარი კანდიდატი ჯერ არ ჰყავთ. მათი მხრიდან კონკრეტული კანდიდატურის მიმართ მხარდაჭერა ისეთი კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზეა დამოკიდებული, როგორიცაა ყველა პოლიტიკური ჯგუფის გავლენისგან თავისუფლება, კომპეტენცია და კეთილსინდისიერება. თუ მმართველი გუნდი და მისი ოპონენტები საერთო კანდიდატურაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მაშინ საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს 76 ხმით და ხუთი წლის ნაცვლად ექვსი თვის ვადით დაამტკიცებენ.