ცესკო-ს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე, გიორგი სიორიძე პარლამენტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ ჩაატაროს ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს ორი წევრის არჩევის პროცედურა. მისი განმარტებით, გიორგი კალანდარიშვილსა და ცესკო-ს ორ წევს უკვე გახანგრძლივებული ექვსთვიანი უფლებამოსილების ვადა 15 აგვისტოს ამოეწურათ.
როგორც გიორგი სიორიძე აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი განზრახ აჭიანურებს არჩევის პროცედურას, რაც მისი შეფასებით, ცესკო-ს ლეგიტიმაციის საკითხს ეჭვქვეშ აყენებს. ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, მნიშვნელოვანია, რომ ცესკო-ს მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდეს.
გიორგი კალანდარიშვილსა და ცესკო-ს ორ წევრს უფლებამოსილება მას შემდეგ გაუხანგრძლივდა, რაც პარლამენტში მმართველი პარტია და ოპოზიცია ვერ შეთანხმდა ახალი თავმჯდომარისა და ასევე ცესკო-ს ახალი წევრების თაობაზე.