ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურა

ცესკო-ს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადების მიღების ვადა დღეს იწურება. ამის შემდეგ კომისიას ორი დღე ექნება, რომ თითო ვაკანტურ პოსტზე მინიმუმ ორი და არა უმეტეს სამი კანდიდატი შეარჩიოს და პრეზიდენტს წარუდგინოს. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ამ დროისთვის სულ სამი განაცხადია შესული. ორი კომისიის წევრობაზე და ერთი თავმჯდომარის პოზიციაზე, რომელთა ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია.

მოამბე