ცენტრალური საარჩევნო კომისია უსაფრთხოების გამკაცრებულ წესებთან დაკავშირებით ინფორმაციას კიდევ ერთხელ ავრცელებს. თამარ ჟვანია მოქალაქეებს მოუწოდებს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მივიდნენ. მისი თქმით, არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებზე გათვალისწინებული იქნება ყველა რეკომენდაცია, მოქალაქეებს არ ექნებათ შემხებლობა რისკჯგუფში შემავალ ამომრჩევლებსა და ინფიცირებულებთან. მათი ხმის მიცემა და ასევე ხმების დათვალა განცალკევებით, მათთვის სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბანზე მოხდება.