არჩევნებამდე 14 დღით ადრე ცესკო საგამოძიებო უწყებას მიმართავს. საქმე ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებს. ცესკო-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ გუშინ რამდენიმე ათეულმა თანამშრომელმა მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო. შეტყობინებებში ნათქვამი იყო, რომ მათ უარი უნდა ეთქვათ არჩევნების ორგანიზებაზე, დაეტოვებინათ სამსახური და ამის შესახებ საჯარო განცხადებაც გაეკეთებინათ. გავრცელებული ინფორმაციით, თანამშრომლებმა შეტყობინებები ერთი და იმავე ნომრიდან მიიღეს.