ცესკო-ს თავმჯდომარის ბრიფინგი

საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლის ფაქტების შესახებ ცესკო-ში ბრიფინგი გაიმართა. საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, გუშინ რამდენიმე ათეულმა თანამშრომელმა მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს. შეტყობინებებში ნათქვამი იყო, რომ მათ უარი უნდა ეთქვათ არჩევნების ორგანიზებაზე, დაეტოვებინათ სამსახური და ამის შესახებ საჯარო განცხადებაც გაეკეთებინათ. გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ თანამშრომლებმა შეტყობინებები ერთი და იმავე ნომრიდან მიიღეს.