დღეს გაირკვევა, ვინ გახდება ცესკო-ს თავმჯდომარე. პარლამენტი გადაწყვეტილებას პლენარულ სესიაზე მიიღებს. ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილისა და თენგიზ თევზაძის კანდიდატურებია წარდგენილი. ოპოზიციის ნაწილი გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერას გეგმავს, ნაწილი კი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ იმ კანდიდატს შეარჩევს, რომლის საქმიანობაც მათგან დამოუკიდებელი არ იქნება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ცესკო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ უწყებას წარმატებულად უხელმძღვანელა და მათი მხარდაჭერა ისევ გიორგი კალანდარიშვილს ექნება. რეგლამენტით, კენჭისყრის ორი პროცედურა უნდა ჩატარდეს. პირველ კენჭისყრაზე საჭიროა 100 ხმა, მეორე შემთხვევაში – 76. 76 ხმით არჩეული ცესკო-ს თავმჯდომარე თანამდებობაზე ექვსი თვის ვადით იქნება არჩეული, ხოლო 100 ხმით არჩეული – ხუთი წლის ვადით.