ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია და საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები წარუდგინა.
ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან: რევაზ ეგაძე, გიორგი კალანდარიშვილი, გიორგი შაიშმელაშვილი, ნანული ბებია და თამარ ალფაიძე. ხოლო ცესკო-ს წევრობის კანდიდატებად შესარჩევმა კომისიამ, ქრისტინე ქაჯაია, სიმონ პარუნაშვილი, ლევან ისაკაძე, თამაზ ფოლადაშვილი, მაია ზარიძე, გია ცაცაშვილი და რუსუდან ქურდიანი შეარჩია.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არაუგვიანეს შვიდი დღისა, პრეზიდენტი კანდიდატების შერჩევისა და ასარჩევად, საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.