პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილს, ხოლო ცესკო-ს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე მაია ზარიძესა და გია ცაცაშვილს დაუჭირა მხარი. სამოქალაქო პლატფორმა „20 20“-ის ხელმძღვანელმა, თენგიზ თევზაძემ სხდომის შემდეგ ვერცერთი ხმა ვერ მიიღო.
კენჭისყრამ ოპოზიციის გარეშე ჩაიარა. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის პროცედურას უნდობლობას უცხადებენ. თუ კალანდარიშვილი ხუთი წლით ასარჩევად საჭირო 100 ხმას ისევ ვერ დააგროვებს, წინა შემთხვევის მსგავსად, მას კვლავ უმრავლესობის მხარდაჭერით ექვსი თვის ვადით აირჩევენ.