ცესკო ახალი თავმჯდომარის მოლოდინშია – სავარაუდოდ, დღეს გაირკვევა გუშინდელი გასაუბრების შედეგი. კომისიამ თავმჯდომარეობის ოთხ მსურველს მოუსმინა. კანდიდატები ჯერ პრეზიდენტს წარედგინება. ამისთვის კომისიას ვადა ხვალ დღის ბოლომდე აქვს, შემდეგ კი პრეზიდენტი კანდიდატებს 23 იანვრამდე პარლამენტს წარუდგენს.
საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარეობა მოქმედ ხელმძღვანელსაც სურს, კონკურსში გიორგი კალანდარიშვილიც მონაწილეობს. პრეზიდენტის რეზიდენციაში მოუსმინეს ცესკო-ს წევრობის შვიდ მსურველს, კომისიამ მათგანაც სამი შეარჩია. მათი ვინაობა რამდენიმე საათში უნდა გაირკვეს.