ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის შერჩეული კანდიდატები დავის საგანი ხდება. აზრთა სხვადასხვაობაა შესარჩევ კომისიაში. კომისიის გადაწყვეტილებით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებად შერჩეულნი არიან – გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, ხოლო წევრობის კანდიდატებად: გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარა სართანია. დოკუმენტი პრეზიდენტს უკვე გადაეგზავნა. ახლა ჯერი სალომე ზურაბიშვილზეა.
პოზიციებსა და შეფასებებს ნათია ქენქაძე გაგვაცნობს.
მოამბე