ცენტრალური საარჩევნო კომისია დღევანდელ სხდომაზე 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის საკითხს განიხილავს. საარჩევნო ადმინისტრაციამ საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო განახლებული მონაცემები ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქის შესახებ. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, დღევანდელ სხდომაზე განიხილება 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბნის გახსნის საკითხი. სხდომას ესწრებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც ცესკო-ს ხელმძღვანელისგან საზღვარგარეთ გახსნილი უბნებისა და ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით განმარტებები მოითხოვეს.