ხმაური იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც რამდენიმე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხი განიხილეს.
სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა და „პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელი დირექტორი, თენგიზ თევზაძე ესწრებოდნენ. მათ სხდომის დასრულების შემდეგ, ცესკო-ს თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მას სურდა სხდომაზე გუშინ, მარნეულში მომხდარი დაპირისპირება განეხილა.