ცესკო-ში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით 73-ე სხდომა ჩატარდა. კომისიის წევრებმა ოთხი საკითხი განიხილეს, მათ შორის მეორე ტურისთვის ცესკოს წარმომადგენლების არჩევისა და მათი უფლებამოსილების განსაზღვრის, ასევე “საზღვარგარეთ დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის და საარჩევნო უბნების, სპეციალური ჯგუფების შექმნის, მათი შემადგენლობის, კენჭისყრის ვადებისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების წესის განსაზღვრის შესახებ ცესკოს განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი. ცესკოს თავმჯდომარემ სხდომის მიმდინარეობისას შესაბამის დეპარტამენტს კენჭისყრის მეორე ტურზე გადასატანი ყუთების განსაკუთრებული შემოწმების დავალება მისცა.