ცესკო-ს საოპერაციო-სასაწყობო სივრცის პრეზენტაცია

საარჩევნო ადმინისტრაციაში საოპერაციო-სასაწყობო სივრცის პრეზენტაცია გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სივრცე და მიმდინარე სამუშაო პროცესი სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს გააცნო.

სივრცეში 2024 წლის პარლამენტის არჩევნების ჩასატარებლად შეძენილი საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობები განთავსდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობის მომიჯნავედ საოპერაციო-სასაწყობო სივრცე შვიდ თვეში მოეწყო.