ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერმა წევრმა ანა კობახიძემ წინასაარჩევნოდ საჯარო მოხელეებზე ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში არაფორმალური ჯგუფები საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და პირად მონაცემებს სთხოვენ. ანა კობახიძე ცესკო-ს მოუწოდებს მოახდინოს მოსახლეობის ინფორმირება იმის შესახებ, რომ მსგავსი ფაქტები არის სისხლის სამართლის დანაშაული.