ცესკო-ს მიმართვა პროკურატურას - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში

პროკურატურა საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიებას იწყებს. გამოკითხვაზე ქვეყნის პრეზიდენტი ხვალ არის დაბარებული. საგამოძიებო უწყებაში მოუსმენენ ყველას, ვისაც შესაძლო ფაქტები და მტკიცებულებები უნდა ჰქონდეს. წარადგენს თუ არა ოპოზიცია ბრალდებების დამადასტურებელ მასალებს და ითანამშრომლებს თუ არა უწყებასთან – ჯერ ბუნდოვანია.

გამოძიება პროკურატურამ ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ კენჭისყრის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განსაკუთრებული თავდასხმისა და უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი გახდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ ჩატარებული არჩევნები დადებითად, ხოლო ცესკო-ს მუშაობა, უმაღლეს დონეზე შეაფასა.

რა პოლიტიკური შეფასებები კეთდება, თამუნა წიკლაური დეტალებით.