ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებმა ხუთი წლით დასამტკიცებლად საჭირო 100 ხმა ვერ მოაგროვეს, ამიტომაც ახლა მათი სია კენჭისყრაზე ხელახლა გავა. პროცედურის მიხედვით, პარლამენტს უფლება აქვს, კანდიდატებს ოთხჯერ უყაროს კენჭი. მეორედ ჩავარდნის შემთხვევაში, აპლიკანტის არჩევა უკვე 90 ხმით იქნება შესაძლებელი. ხოლო თუ ხმის მიცემა კიდევ ერთხელ გახდება აუცილებელი, საბოლოოდ კანდიდატის დანიშვნა სიითი უმრავლესობით მოხდება, თუმცა არა 5 წლის, არამედ 6 თვის ვადით. შემდეგ კი შერჩევის პროცესი თავიდან დაიწყება.