ცენტრალური საარჩევნო კომისია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ერთ-ერთ სტამბაში ზედმეტი საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა.
ცესკო-ს საფინანსო დეპარტამენტის უფროსი ოთარ ბუსკივაძე განმარტავს, რომ ბეჭდვის პროცესს ზოგჯერ ახლავს წუნდადებული პროდუქცია და ასეთ დროს სტამბის მიერ დაწუნებული ბიულეტენები ცალკე გროვდება და ცესკო-ს წარმომადგენლებთან ერთად ნადგურდება.
ცესკო-ს განცხადებით, შპს „კარტოგრაფში“ დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირის შესვლა, რაც მათივე თქმით, გარკვეულწილად ხარვეზად შეიძლება ჩაითვალოს.