ჟენევაში საარჩევნო უბნის ნაადრევად დახურვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაცია სიცრუეს უწოდებს.
ცესკო-ში განმარტავენ, რომ უბანი ამ ქალაქში საერთოდ არ არის.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შვეიცარიის მთელ ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი უბანი მოქმედებს და ისიც ქალაქ ბერნში, სადაც პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.