ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ინფორმაციით, ხმები 39 უბანზე გადაითვალეს, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია. გიორგი შარაბიძის თქმით, ჯამში 25 ათასამდე ხმაა გადათვლილი, თუმცა, საბოლოოდ ოქმებში უმნიშვნელო შესწორებები შევიდა. ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ საჩივრებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ჯამში 1900-მდე საჩივარი დაიწერა.