ცესკო თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების რეგისტრაციის ვადას ახანგრძლივებს. როგორც საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, მაღალი აქტივობის გამო, ცესკო-ს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი ზარებს, გადასატანი ყუთის მოთხოვნით, დღეს 18:00 სთ-მდე მიიღებს.
ცესკო თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს გააქტიურებისკენ მოუწოდებს. გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში.