19 მაისის არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმებს რვა უბანზე ელექტრონულად დაითვლიან. ცესკო-ში განმარტავენ, რომ ხმის ელექტრონული დათვლის აპარატი განთავსებული იქნება საარჩევნო ყუთებზე. მას შემდეგ, რაც ამომრჩეველი ბიულეტენს განათავსებს ხმის დათვლის აპარატში, ელექტრონული მოწყობილობა ასკანერებს ბიულეტენს და შედეგებს ითვლის ავტომატურად. აღნიშნულ რვა უბანზე ჯამში 7 762 ამომრჩეველია რეგისტრირებული.