ცესკო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლები ხმას აძლევენ 2018 წლის 28 ოქტომბერს არსებული ამომრჩეველთა სიების მიხედვით, რომელშიც ცვლილებები შედის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სხვა შესაბამისი უწყებების მიერ ცესკო-სთვის მიწოდებული საქართველოს მოქალაქეთა იმ მონაცემების შესაბამისად, რომლებსაც მეორე ტურის გამართვის დღისთვის უსრულდებათ 18 წელი. გარდაცვლილ პირთა შესახებ მიწოდებული ინფორმაციის, ასევე იმ პირების მონაცემების საფუძველზე, რომლებიც კონკრეტულ ვადებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გაივლიან რეგისტრაციას ან შეცვლილი ექნებათ რეგისტრაციის მისამართი.