ცესკო ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით. საარჩევნო კომისიის განმარტებით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ უსაფუძვლო და დისკრედიტაციული ბრალდებები გაჟღერდა. მათივე თქმით, ასეთი განცხადებებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხელს უწყობს იმ დისკრედიტაციულ კამპანიას, რომელიც უწყების წინააღმდეგ დაინტერესებული მხარეების მიერ ხორციელდება.