ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს უპასუხეს. მათი შეფასებით, ეს არის წინასწარი სტიგმატიზაცია და ბულინგი იმ ადამიანების, რომლებიც საარჩევნო კომისიების წევრებად და ხელმძღვანელ პირებად ჯერ არც კი შერჩეულან. როგორც ცესკო-ში აღნიშნეს, შერჩევა პროფესიული ნიშნითა და კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობს, მსგავსი შინაარსის განცხადებები კი აღნიშნული პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგია.