ცესკო-ს განცხადება

2024 წლის არჩევნებისთვის ცესკო ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას განაგრძობს. ამ ეტაპზე უკვე 300 ათასი ამომრჩეველია ინფორმირებული. საინფორმაციო აქტივობები 15 იანვრიდან ისევ ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.

ცესკო მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიებს, გაეცნონ ინფორმაციას სარეგისტრაციო პროცედურების შესახებ. პარტიებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობას, უნდა მიმართონ ცესკო-ს არჩევნების დანიშვნიდან სამი დღის ვადაში, ხოლო სხვა პარტიებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა მიმართონ მიმდინარე წლის 15 ივლისამდე და 1 აგვისტომდე წარმოადგინონ 25 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა.

უკვე ცნობილია არჩევნების თარიღიც, ის 26 ოქტომბერს ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრირებული ამომრჩევლის თითქმის 90 პროცენტი ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს.