საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის მიზნით შექმნილ საკონსულტაციო ჯგუფში მესამე სექტორის ჩართულობა არ ფიქსირდება, – აცხადებენ ცესკო-ში. ამ მიზეზით კი, საკონსულტაციო ჯგუფი წევრების ნაწილმა უკვე დატოვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განმარტებით, საკონსულტაციო ჯგუფი ახალი კანონმდებლობის საფუძველზე შეიქმნა და ის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი კანდიდატებისგან დაკომპლექტდა. მიზანი ცესკო-თვის საჩივრების განხილვის პროცესთან დაკავშირებით გარკვეული რეკომენდაციების შეთავაზებაა.