პოლიტიკური შეფასებების თემაა ცესკო-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ხმის მიცემის საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია. საარჩევნო კომისიის ამ გადაწყვეტილებას მიესალმება როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიცია. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ მას პირადად კოალიციის გამარჯვებად მიიჩნევს.