კონკურსი ერთადერთი კანდიდატის მონაწილეობით.
პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე და სამი პროფესიული წევრი უნდა აირჩიოს. საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე კანდიდატურა მხოლოდ მოქმედმა თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა წარადგინა. პროფესიული წევრობის სურვილი კი ოთხმა კანდიდატმა გამოთქვა. საკონკურსო კომისია არასრული შემადგენლობით მუშაობს. ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და პრეზიდენტის წარმომადგენელმა კომისია დატოვეს. მას შემდეგ, რაც ცესკო-ს პირველი პირის და პროფესიული წევრების არჩევის პროცედურა პრეზიდენტისგან პარლამენტმა გადაიბარა, ხელისუფლების ოპონენტები პროცესს უნდობლობას უცხადებენ. ოპოზიცია კანდიდატების მხარდაჭერას არ აპირებს. გამონაკლისი მხოლოდ „გირჩია“.