ცესკო-მ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. მათ შორის ის პარტიები, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, მათი უმრავლესობა გასულ არჩევნებზე მინიჭებული ნომრებით ისარგებლებს.
საარჩევნო ადმინისტრაციამ განსაზღვრა იმ პოლიტიკური სუბიექტების ნომრებიც, რომლებიც სხვა პარტიებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას. როგორც ცესკო-ში აცხადებენ, საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები ცესკო-მ როგორც წილისყრით, ისე შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში (არაუგვიანეს 17 ივლისი) წარდგენილი განცხადებების საფუძველზე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრა.