ხუთი ოპოზიციური პარტიის მოთხოვნა დაკმაყოფილდა – „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“, „ლეიბორისტებსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო სიები გაუქმებულია. ეს ნიშნავს, რომ ადგილმონაცვლეობა ვეღარ მოხდება და პარლამენტში მოხვედრილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან მანდატებზე უარის თქმის შემდეგ, სიებში მათ შემდეგ მყოფი პირები პარლამენტში ვეღარ შევლენ.
რაც შეეხება სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას – „ევროპული საქართველო“ შესაბამისი განცხადებების დაწერას ხვალ გეგმავს, „ნაციონალურ მოძრაობაში“, როგორც ჩანს, ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დანარჩენი პარტიები ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკების დასრულებას ელოდებიან.