შიდა და გარე პროტესტის ფონზე ჩაიარა დღევანდელმა სხდომამ ცესკო-ში.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა. შემაჯამებელი ოქმის მიღებამდე ოპოზიციის წარმომადგენლებმა საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს და ხმამაღალი განცხადებების შემდეგ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მოხდა სიტყვიერი დაპირისპირებაც. მძიმე ბრალდებები უპასუხოდ არ დაუტოვებია ცესკო-ს თავმჯდომარეს, რომელმაც ოპოზიციას საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები შეახსენა, 2020 წლის არჩევნებს კი ყველაზე რთული უწოდა.
ხმაური იყო შენობის გარეთაც, სადაც ოპოზიციის აქტივისტები პერფორმანსს მართავდნენ.