ცესკო ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს. ამჯერად, საარჩევნო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ შეხვედრები ბაზრობებსა და ბაზრებში, ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად მიმდინარეობს. მოქალაქეებს 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ აწვდიან ინფორმაციას, ასევე იმართება საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრაცია. დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ პრაქტიკაში გამოცადონ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა. შეხვედრებს ცესკო ბაზრობებისა და ბაზრების 31 ლოკაციაზე, 21-27 აგვისტოს პერიოდში ახორციელებს. საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრების ფარგლებში ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობას პირადად გაეცნო.