ცესკო 2024 წლის არჩევნებზე საჩივრების სტატისტიკას აქვეყნებს  

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სულ წარმოდგენილია 1170 საჩივარი, რაც მიანიშნებს კლებით და დადებით ტენდენციაზე, 2020 წლის შემდეგ ამის შესახებ ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს.

გიორგი სანტურიანის ინფორმაციით, 29 ოქტომბერს, სულ გადაითვალა 366 საარჩევნო უბანი და გადათვლილი საარჩევნო უბნებიდან 334 საარჩევნო უბანზე შედეგები არ შეცვლილა, ხოლო დარჩენილ 32 საარჩევნო უბანში შედეგები შეიცვალა მხოლოდ მცირედით. მისივე თქმით ტენდენცია კლებადია როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა ისე საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი საჩივრების მიმართულებითაც. მაგალითად, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა 2020 წელს წარმოადგინეს სულ 629 საჩივარი, 2021 წელს – 599, ხოლო მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების ფარგლებში სულ წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობა არის – 570. რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობას. 2020 წელს სულ წარმოდგენილი იყო 1425 საჩივარი, 2021 წელს – 1235, ხოლო მიმდინარე არჩევნების ფარგლებში სულ წარმოდგენილია 600 საჩივარი.