წინასაარჩევნო კამპანიის დროს მუშაობაში ხელის შეშლის ფაქტებზე საუბრობს ცესკო და საერთაშორისო დამკვირვებლებს ინფორმაციას აწვდის. საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ გარკვეული დაინტერესებული პირები თანამშრომელთა ტრენინგებს არჩევნების გაყალბების მცდელობად წარმოაჩენენ. ტრენინგებს ცესკო საუბნო-საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრებისთვის ატარებს. ისინი კენჭისყრის პროცესების მართვის უნარებს მიიღებენ და მათ მიერ განსახორციელებელი საქმიანობების შესახებ დეტალურად გაეცნობიან ინფორმაციას. საარჩევნო პროცესში გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აღნიშნულ ტრენინგებზე დაკვირვების შესაძლებლობასაც აძლევს.