საარჩევნო ადმინისტრაციამ 2018 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და პროცესში ჩართული სტრუქტურების წარმომადგენლებს, ინფორმაცია მიაწოდა.
სამოქალაქო და ამომრჩევლის განათლება, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლება, ეფექტური მართვის უზრუნველყოფა, – ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, ეს ადმინისტრაციის მიერ გადადგმული ნაბიჯების მხოლოდ ნაწილია და ცენტრალური საარჩევნო კომისია აქტიურად მუშაობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ყველა ხარვეზი აღმოიფხვრას და არჩევნები გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარდეს.