იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის მოსაწყობად სამუშაოები უკვე დაიწყო.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დედაქალაქისთვის ნაჩუქარ ადგილზე ორ წელიწადში მასშტაბური რეკრეაციული სივრცე უნდა გაშენდეს. ესკიზის მიხედვით, გათვალისწინებულია სხვადასხვა ბაღის, შადრევნების, ამფითეატრის, საგანმანათლებლო ცენტრის, საფეხმავლო ხიდის და ველო-ბილიკების მოწყობა. მულტიფუნქციური სივრცის გასაშენებლად პირველ ეტაპზე ნიადაგის მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება. პარკის გაშენებისთვის საჭირო თანხებს ფონდი „ქართუ“ გამოყოფს.