თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებმა აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპროტესტებენ გუკა რჩეულიშვილის განცხადებას, საპროცესო შეთანხმების შესახებ. როგორც დაზარალებულები ამბობენ, სანამ მათთან სამშენებლო კომპანიები ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს არ დადებენ და მშენებლობა არ დაიწყება, მანამდე საპროცესო შეთანხმებაზე უარს ამბობენ. დღეს ასევე სააპელაციო სასამართლოში რჩეულიშვილების პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა სასამართლო სხდომა გადაიდო.