თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ბინებით დაკმყოფილებას ითხოვენ. საქალაქო სასამართლოში „ცენტრ პოინტის“ საქმეზე სხდომაც უნდა გამართულიყო, თუმცა იმის გამო, რომ საქმეში სახელმწიფო ადვოკატი ჩაერთო და მას საქმის შესასწავლად დრო სჭირდება, პროცესი გადაიდო.