ხანძარი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში. ჯიქიების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე ორი სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ერთსართულიან სახლში შემთხვევის დროს ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, არ არიან დაშავებულები. მოხერხდა ავეჯის მცირე ნაწილის გატანა. ოჯახის ახლობლები, მეზობლები დაზარალებულებისთვის დახმარების გაწევას ითხოვენ. შემთხვევა წუხელ მოხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები მოგვიანებით იქნება ცნობილი. დაწყებულია გამოძიება.