ცაიშის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები 13 მაისს გაიმართება

ცაიშის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები 13 მაისს გაიმართება. არჩევნები 3 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, სადაც ჯამში 2 819 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მონაწილეობას მიიღებს 3 საარჩევნო სუბიექტი. არჩევნების მიმდინარეობას 20 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 77 და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 10 დამკვირვებელი დააკვირდება.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, კენჭისყრის დღეს საარჩევნო ადმინისტრაცია პირველად გამოიყენებს ელექტრონულ ტექნოლოგიებს, კერძოდ, ხმის დათვლის ელექტრონულ აპარატებს.