გამოძიება ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მასშტაბური პროექტით ინტერესდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იკვლევს, რატომ ჩამოიწერა აპრილში 2 500 წამალი, რომელიც C ჰეპატატით დაავადებული ადამიანებისთვის იყო განკუთვნილი და ხომ არ ჰქონდა ადგილი კორუფციას. სერგეენკოს უწყება კანონდარღვევას გამორიცხავს და მედიკამენტების არასრულად მოხმარებას მოსალოდნელზე ნაკლები მოთხოვნით ხსნის.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ამოქმედებიდან სამი წლის თავზე უფასო პროგრამაში ჩართვის მსურველთა რაოდენობა სულ უფრო იკლებს.