C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევების ღირებულება კიდევ უფრო მცირდება.

ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. დავით სერგეენკოს თქმით, გენოტიპის ანალიზის დაფინანსებას ამიერიდან სახელმწიფო უზრუნველყოფს, რაც კვლევების ჯამურ ღირებულებას 140 ლარით შეამცირებს,  პაციენტის მაქსიმალური ხარჯი კი 160 ლარი იქნება. ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ფართოვდება პროგრამით მოსარგებლეთა არეალიც. სოციალურად დაუცველებთან ერთად შეღავათებით ახლა უკვე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებიც ისარგებლებენ, მათთვის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევები უფასო იქნება – სახელმწიფოს მხრიდან ისინი 70%-ით დაფინანსდებიან,  30%-ს კი, ვეტერანთა საქმის სახელმწიფო სამსახური გადაიხდის.